გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა-9 კლასი
რუსული ენა
1. გაკვეთილის მთავარი  თემა
ი.ს.ტურგენევის მოთხრობა „ბეღურა“
2.  სწავლების საფეხური
IX კლასი, II საფეხური
3.  მოსწავლეთა რაოდენობა
26 მოსწავლე
4.  მასწავლებლის სახ.  და  გვარი
ნინო ბასილაშვილი

5.  გაკვეთილის მიზნები  და შედეგები
1.მოსწავლეები იმეორებენ მიღებულ ცოდნას თემაზე “რუსი პოეტები სიყვარულზე”.
2. მოსწავლეები ისმენენ აუდიოჩანაწერს და მიმართავენ მოსმენის სტრატეგიებს
3. მოსწავლეები ამოიცნობენ ლექსიკურ ერთეულებს.
4. მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას ინტერაქციაში
5. მოყოლის დროს იყენებენ შესწავლილ კონსტრუქციებს.
6. თანამშრომლობენ ჯგუფებში.
6.სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა
არ არიან
7.წინასწარი ცოდნა
იციან რუსი პოეტების ლექსები სიყვარულის თემაზე, იცნობენ მათ მოკლე ბიოგრაფიას, აქვთ სიტყვათა მარაგი და იყენებენ საუბრის დროს, იციან და იყენებენ შესაბამის გრამატიკულ კონსტრუქციებს.
8.  ეროვნული სასწავლო  გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
უცხ.ს.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიო/ვიდეოჩანაწერი
უცხ.ს.V.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად
უცხ.ს.V.6. მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მოთხრობის/ ნოველის წაკითხვა და გაგება.
უცხ.ს.V.9. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ნაწყვეტი.
უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.V.13. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ­ჩვევებს.
უცხ.ს.V.15. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემებზე, საკითხებზე.
უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
9.  სასწავლო მასალა  და ტექნიკური რესურსები  /საკლასო მენეჯმენტი
სახელმძღვანელო, მოსწავლის წიგნი, ცხრილები,ბარათები, ისტ–ის დახმარებით მოძიებული მასალა, სურათების და სლაიდების ჩვენება  .
10. გაკვეთილის მსვლელობა
1.  გაკვეთილის   დასაწყისი  (6 წთ  ).(გამოწვევა)
  • მისალმება და საორგანიზაციო საკითხი
  • საშინაო დავალების შემოწმება:
სლაიდზე მოცემულია ნასწავლი ლექსების პირველი სტრიქონი, ბავშვები აგრძელებენ ლექსს და ასახელებენ ავტორს
  • მასწავლებელი ეკითხება თუ როგორი სიყვარული არსებობს და  ბოლოს  გამოყოფს დედობრივ სიყვარულს
2.  გაკვეთილის   ცენტრალური   ნაწილი .(სიღრმისეული წვდომა)
1).მოსმენა.
გამოწვევის შემდეგ მიდის სურათების და სლაიდების ჩვენება.შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს ინსტრუქციას მოუსმინონ აუდიოჩანაწერს და მიღებული ბარათების მიხედვით შეასრულონ  დავალება:
1) უპასუხონ კითხვებს
2)თარგმნონ მოცემული სიტყვები   (10 წთ)
დავალების წარდგენა (5 წთ)
2).კითხვა.
შემდეგ მიცემული ტექსტის მიხედვით ეძლევათ დავალება: ტექსტში გამოყონ აბზაცები და დაასათაურონ. (7 წთ  ).
დავალების წარდგენა (5 წთ)
3.რეფლექსია (5 წთ).
მასწავლებელი სლაიდების და კითხვების დახმარებით აჯამებს დღევანდელ თემას
4.  შეფასება (5 წთ).
მოსწავლეები ფასდებიან ჯგუფებში(თვითშეფასების  სქემის მიხედვით)
5. საშინაო დავალება (2 წთ).
გეგმის მიხედვით ისწავლონ ტექსტი თხრობით, ახალი სიტყვები ჩაიწერონ ლექსიკონში და ისწავლონ

თვითშეფასების სქემა
კრიტერიუმები
არ იყენებს
ნაწილობრივ
იყენებს
1. მოსმენისას და კითხვის დროს ამოიცნობს ახალ სიტყვებს



2.კითხულობს გაბმულად და სწორად



3.წერის დროს იყენებს ახალ სიტყვებს,ნასწავლ გრამატიკულ კონსტრუქციებს



4.სვავს და პასუხობს კითხვებს



5.თანამშრომლობს გუნდის წევრებთან



ჯამური ქულა




არ იყენებს-0 ქულა                     ნაწილობრივ-1ქულა                  იყენებს-2 ქულა

Комментариев нет:

Отправить комментарий