მთავარი თემა:
უსახლკარო ბავშვების პრობლემები საქართველოში
მნიშვნელობა / აქტუალობა:
1. აქტუალურია ეს პროექტი, რადგან მოსწავლეები ყოველ დღე ხვდებიან ქუჩაში ასეთ ბავშვებს და უჩნდებათ უამრავი კითხვა და ემოცია.
2. ასეთი პროექტი შეუწყობს ხელს მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრირებაში, განუვითარებს ინფორმაციის მოძიების, ჯგუფური მუშაბის, პრობლემის გადაჭრის უნარს, ლექსიკურ-გრამატიკულ უნარ ჩვევების განვითარებაში.
3. ასეთი პროექტი დაეხმარება ბავშვებს გამოიყენოს ნასწავლი ლექსიკა და გრამატიკული კონსტრუქციები, ისწავლოს აზრობვნება რუსულ ენაზე, გამოიყენოს პრაქტიკაში
მიზნები და შედეგები:
1. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, განუვითარდებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, პრობლემების კვლევის და გადაჭრის გზების მოძიების, თანამშრომლობის და ურთიერთპატივის უნარი.
2. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედეგები
· უცხ.ს.VI.12. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) წერის
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას (როგორც ენობრივს, ისე რიტორიკულსა თუ თვით სიუჟეტთან დაკავშირებულს);
· საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
· მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომელიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
· შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს; მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
· წერს ტექსტს გეგმაზე დაფუძნებით;
· ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს, განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილება - ახდენს გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს ან აკლებს ინფორმაციას და სხვა;
· ასწორებს იმ ენობრივ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომლებმაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია. შესაბამისად, ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს;
· ცდილობს გაამდიდროს ნაშრომი ახალი ინფორმაციით, სხვაგვარად დააჯგუფოს რამდენიმე იდეა, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს გეგმა, სიღრმისეულად შეცვალოს ტექსტი და სხვა;
· აკითხებს ნაწერს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს მას;
· ნაწერს გადაათეთრებს;
· იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
· მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები.
· უცხ.ს.VI.13. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
· მოუმზადებლად ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე;
· ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოწონს/არ მოსწონს, რატომ);
· აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი პერსონაჟი მოსწონს უფრო მეტად და რატომ, რომელ თვალსაზრისს ემხრობა და რატომ და სხვა);
· სპონტანურად რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე - აზუსტებს ინფორმაციას, აკეთებს კომენტარს;
· გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას;
· აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ქცევებს საკუთარი პოზიციიდან;
· იღებს/იძლევა ინტერვიუს აქტუალურ საკითხზე.
· უცხ.ს.VI.16. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
· ასახელებს თემას;
· შესავალ ნაწილში წარმოადგენს, გამოკვეთს პრობლემას;
· გამოკვეთს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
· მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
· საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
· საუბრობს მოსალოდნელ კავშირებზე;
· გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი;
· წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზებს;
· გამოაქვს დასკვნა;
· საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას;
· მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
· უცხ.ს.VI.17. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
· საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს;
· ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
· იყენებს ნასწავლ ლექსიკას;
· თავისუფლად იყენებს მარტივი (გაუვრცობელი, გავრცობილი) და თანწყობილი წინადადების სტრუქტურას;
· ახერხებს ქვეწყობილი წინადადებების გამოყენებას (მაგ., განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება);
· იყენებს სათანადო კავშირებს წინადადების ნაწილების დასაკავშირებლად;
· იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
· სწორად იყენებს ნასწავლი ზმნების კონსტრუქციას;
· თხრობისას ცდილობს მართებულად გამოიყენოს ზმნის ნასწავლი ფორმები წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
· მართებულად იყენებს პოზიციის/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს;
· ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., ჯერ, შემდეგ, ბოლოს).
უცხ.ს.VI.18. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
· წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
· აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
· გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
· სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას/აღწერს ნაგულისხმებ საგანს ან მიუთითებს, რაში გამოიყენება და სხვა);
· სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას;
· აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატების მიღწევაში ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას.
· უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
· უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., უცხოურ ენაზე გაზეთის შექმნა და გავრცელება; შეხვედრის მოწყობა ხელოვანთან; ვებგვერდის შექმნა და სხვა);
· ამუშავებს სასკოლო პროექტების ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად საჭირო უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს;
· აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის);
· შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს და სწავლების ენაზე წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
· თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
ვადები და ხანგრძლივობა: ერთი თვე
საგნები და საგნებთან კავშირი: რუსული ენა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მსოფლიო ისტორია.
შეფასების საგანი და პროცედურები:
ვაფასებ მეტყველებას, ლექსიკურ მარაგს, თანამშრომლობას, ინფორმაციის მოძიების უნარს, წერით უნარ-ჩვევებს, გაფორმებას, ინტერვიუს წერის სტრუქტურას.
დაკვირვება, ინტერვიუ, ბუკლეტის და სლაიდშოუს წარდგენა, თვითშეფასება, თანაშეფასება.
წინასწარი ცოდნა:
იციან ტექსტები უსახლკაროების პრობლემებზე მსოფლიოს სხვადახსვა ქვეყნებში, ასევე ანდერსენის მოთხრობა „გოგონა ასანთებით“, აქვთ დაგროვილი ლექსიკური მარაგი და იციან შესაბამისი გრამატიკული კონსტრუქციები.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, ფლომასტერები, ფანქრები, ალბომები ან ფორმატები, ფოტოაპარატი, ჩამწერი.
ძირითადი აქტივობები და სტრატეგიები სასწავლო პროექტის მსვლელობაში
თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება
პრობლემური საკითხის დასმა საქართველოში ქუჩაში ბავშვების შესახებ;
1. დადიხართ თუ არა საქალაქო ტრანსპორტით?
2. როგორი ბავშვები იპყრობენ თქვენ ყურადღებას მეტროში ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში?
3. რა ემოციები გიჩნდებათ მათი დანახვისას?
4. როგორ ფიქრობთ, რატომ არიან ეს ბავშვები ქუჩაში?
5. არ გაგჩენიათ სურვილი, გაგეგოთ მათი ყოფა, პრობლემები და დახმარებოდით მათ?
6. მოდით გამოვიკვლიოთ რა ხდება საქართველოში ამ პრობლემასთან დაკავშირებით?
საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება
1. ვმუშაობ პარალელურ 11 კლასებში
2. ჯგუფების ჩამოყალიბება ხდება სკივრიდან ნომრების ამოღებით და ამ ნუმერაციით დაჯგუფებით (ჯგუფში 4 ბავშვი)
პროექტის გეგმის შემუშავება
გეგმას ვადგენთ მოსწავლეებთან ერთად, ჯერ იწყებენ ინტერნეტში მასალის მოძიებას, დახარისხებას; შემდეგ ქუჩაში გასვლა და ბავშვებთან ინტერვიუს აღება; ფოტომასალის მომზადება; ბუკლეტზე მუშაობა; სლაიდ-შოუს მომზადება; ზეპირი პრეზენტაციისთვის მომზადება; პრეზენტაცია; შეფასება.
ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება
ჯგუფებში მასწავლებელი ირჩევს ლიდერს, რომელიც ორგანიზებას უწევს ჯგუფის მუშაობას, ჯგუფის წევრების ფუნქციები ნაწილდება თვითონ ჯგუფის წეევრებს შორის, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
აქტივობების განხორციელება
1. ინტერნეტში მასალის მოძიება დახარისხება
2. ქუჩაში გასვლა და ბავშვებთან ინტერვიუს აღება
3. ფოტომასალის მომზადება
4. ბუკლეტზე მუშაობა
5. სლაიდ-შოუს მომზადება
6. ზეპირი პრეზენტაციისთვის მომზადება
7. პრეზენტაცია
8. შეფასება: თვითშეფასების სქემის შევსება, ჯგუფების თანაშეფასება, განმსაზღვრელი შეფასება ცალკეულ ჯგუფებზე.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ბასილაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: basilashvilinino1@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://basilashvilinino.blogspot.com/
მოსწავლეების საპრეზენტაციო მასალა:
Комментариев нет:
Отправить комментарий